ხუნდაძის ბიუროსთან მცხეთის მერმა და ოცნების მხარდამჭერებმა, “გაბედეს” აქტივისტებს სცემეს

region
ავტ.: region დეკემბერი 2, 2019 18:00

ხუნდაძის ბიუროსთან მცხეთის მერმა და ოცნების მხარდამჭერებმა, “გაბედეს” აქტივისტებს სცემეს

მოძრაობა “გაბედეს” აქტივისტებს მცხეთაში, დიმიტრი ხუნდაძის მაჟორიტარულ ბიუროსთან, მცხეთის მერი და ქართული ოცნების აქტივისტები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, რის შედეგადაც ორი აქტივისტი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც ჯეო-ჰოსპიტალის ექიმი ამბობს, დაშავებულების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. მათ აღენიშნებათ დაზიანებები სახის არეში და თავის ზედა ჭრილობა.

“ვაპროტესტებდი მშვიდობიანად, ვიყავი აქციის მონაწილე. ესენი არიან ივანიშვილის მონები. დაგვახვედრეს ვიღაც მართულები და გაგვისწორდნენ ფიზიკურად, არ ჰქონდათ პასუხი, რატო გვირტყამდნენ” – განაცხადა დაშავებულმა აქტივისტმა.

პოლიციამ “გაბედეს” 4 აქტივისტი და ქართული ოცნების 3 მხარდამჭერი დააკავა. თუმცა ისინი უკვე, ხელწერილის საფუძველზე გაანთავისუფლეს.

ცნობისთვის, დღეს მოძრაობა “გაბედეს” აქტივისტები მცხეთის მერიასთან დიმიტრი ხუნდაძესთან შეხვედრის მოთხოვნით მივიდნენ. როგორც ამბობდნენ, მათ ხუნდაძესთან კითხვები ჰქონდათ, თუ რატომ არ შეცვალა ქართულმა ოცნებამ საარჩევნო სისტემა. რის შემდეგაც მათ ქალაქის მერი და მერიის თანამშრომლები სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

მერიის შესასვლელთან დიდი რაოდენობით პოლიცია იყო მობილიზებული და აქტივისტებს შიგნით არ უშვებდა.

region
ავტ.: region დეკემბერი 2, 2019 18:00

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


3,849
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics