ბექა ლილუაშვილი: „ეკონომიკაში ფასები ისტორიულ მაქსიმუმამდე გაძვირდა“

პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი, ბექა ლილუაშვილი მიიჩნევს, რომ ბოლო ერთ წელიწადში ეკონომიკაში ფასები ისტორიულ მაქსიმუმამდე გაძვირდა, რასაც თან ერთვის 23%-იანი უმუშევრობის მაჩვენებელი და კოვიდ პანდემიიდან გამოწვეული პრობლემები.

„მინდა კიდევ ერთხელ შევახსენო ხელისუფლებასაც და ოპოზიციის ნაწილსაც ჩვენი მოქალაქე, მისი ყოველდღიური საჭიროებები, პრობლემები. მოქალაქე, რომელიც თითქმის ერთი წელია ხელისუფლებამ უპატრონოდ დატოვა, გაწირა და ნაცვლად მათზე ზრუნვისა მთელი რესურსი ამ მოქალაქეებისთვის არჩევნების მოპარვას, საკუთარი ძალაუფლების პოლიტიკური ლეგიტიმაციის გარეშე შენარჩუნებისთვის მიმართა.

მთელი არ პერიოდის განმავლობაში, როდესაც თქვენ წარმოუდგენელი, ხშირად ამორალური მეთოდებით, პოლიტიკური დევნით, ამომრჩევლებზე ზეწოლით, სამსახურიდან გაგდებით ან ასეთით დამუქრებით, ბინძური და ამორალური კამპანიით გარანტიებს ქმნიდით, ბოლო 11-12 წლის განმავლობაში ეკონომიკაში ფასები ისტორიულ მაქსიმუმამდე, დაახლოებით 13%-ით გაძვირდა. რაც ნიშნავს მაგალითად, ქათმის ხორცზე 25%-იან ფასების ზრდას, წიწიბურაზე 20-ით, შაქარზე 35-ით. ასევე საწვავის ფასი გაიზარდა 23%-ით, 2.70-დან 3.33- მდე. აღარ შევეხები 23%-იან უმუშევრობის მაჩვენებელს, აღარ შევეხები სოციალურად დაუცველთა ისტორიულ მაჩვენებელს და აღარ შევეხები კოვიდის მიმართულებით ძალიან მძიმე მოცემულობას. დღეს ჩვენი კოლეგების მხრიდან გაუგონარ შეფასებებს ვისმენთ არჩევნების ლეგიტიმურად, სამართლიანად და სანიმუშოდ ჩატარებასთან დაკავშირებით. ერთადერთი რამ რაც უპატრონოდ დატოვებულ ადამიანებს რეალობის შესაცვლელად გააჩნდათ ეს იყო არჩევნებზე მათი მისვლა და ცვლილებებისთვის ხმის მიცემა და თქვენ ეს მათ წაართვით“, -განაცხადა ბექა ლილუაშვილმა პლენარულ სხდომაზე.

banner
წინა სტატიაშიანა ბუჩუკური სახალხო ბიუჯეტირებაზე: მუნიციპალიტეტს უნდა ჰქონდეს ვალდებულება მოქალაქეებს შეეკითხოს როგორ უნდა განიკარგოს მათი ბიუჯეტი, ჩვენი გუნდი ამ პრინციპით იმუშავებს ყველა მუნიციპალიტეტში.
შემდეგი სტატიავახტანგ მეგრელიშვილი: „ვითანამშრომლოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში სულ იქნება რისკი რომ ხელისუფლების ცვლილება სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლის მიზეზი გახდეს“