ვახტანგ მეგრელიშვილი: „ვითანამშრომლოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში სულ იქნება რისკი რომ ხელისუფლების ცვლილება სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლის მიზეზი გახდეს“

მომეჩვენა რომ თქვენ დღეს რიტორიკა შეცვალეთ. ამბობთ რომ ვითანამშრომლოთ და საქმე გავაკეთოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში სულ იქნება რისკი იმისა, რომ ხელისუფლების ცვლილება სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლის მიზეზი გახდება. ამიტომ მნიშვნელოვანია, შევქმნათ ისეთი მდიდარი საზოგადოება, რომ მსგავსი რადიკალური მოქმედებების მხარდაჭერა აღარ იყო საჭირო, რომ შევინარჩუნოთ მშვიდობა, რომელიც დღეს გვაქვს. პოლიტიკურად მომგებიანია საუბარი, ნაცვლად ლანძღვა-გინებისა. თუ ჩვენ დავიწყებთ ბევრ თემაზე საუბარს, მაშინ შეიძლება აღმოჩნდეს, რომ და ამით შეიძლება თქვენ, ხელისუფლებამ, კიდევ უფრო მეტი პოზიტივი მიიღოთ“, – ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.

მან პოლიტიკურ პარტიებს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

„ვულოცავ ყველას ამ არჩევნების დამთავრებას მათ შორის, საკუთარ თავს. ვაღიარებთ ჩვენს წარუმატებლობას ამ არჩევნებზე. „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ კი ვულოცავ გამარჯვებას“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიბექა ლილუაშვილი: „ეკონომიკაში ფასები ისტორიულ მაქსიმუმამდე გაძვირდა“
შემდეგი სტატიაპაატა მანჯგალაძე-უმრავლესობას: ტაშს რას უკრავთ? ნამდვილი ტაში ეკუთვნის იმ ადამიანებს, რომლებმაც ზეწოლის და უთანასწორო ბრძოლის პირობებში მხარი დაუჭირა ოპოზიციას