ბექა დავითულიანი: ნიკა მელიამ თბილისში არჩევნები წააგო

ნიკა მელიამ თბილისში არჩევნები წააგო, მათ შორის წააგო ვაზისუბანში და იმ უბნებზე, სადაც ახლა სიტუაციის არევა უნდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა „ქრონიკას“ განუცხადა.

„ერთ უბანში მოხდა მოკლე ჩართვა, ჩაქრა შუქი, ნიკა მელიას საბაბი მიეცა, აქ მოსულიყო და ეთქვა, თითქოს რაღაც ყალბდება. ჩვენ მოვედით, ვუთხარი, რომ ეს აჟიოტაჟი საჭირო არ არის და აცადოს საარჩევნო ადმინისტრაციას მუშაობა. მელია შეეცადა შოუ დაედგა, იყო აგრესიული შეძახილები“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

banner
წინა სტატიაშიუბნებზე მობილიზაცია აქვთ ძველ ბიჭებს, გვაქვს დარბევის მცდელობაზე ინფორმაცია – ანა წითლიძე
შემდეგი სტატიაირაკლი კობხიძე: მთლიანობაში, კმაყოფილი ვართ იმ პროცესის, რომელიც წარიმართა