უბნებზე მობილიზაცია აქვთ ძველ ბიჭებს, გვაქვს დარბევის მცდელობაზე ინფორმაცია – ანა წითლიძე

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ანა წითლიძე Fecbook-ზე წერს, რომ ზუგდიდში რამდენიმე უბანზე დარბევის მცდელობასთან დაკავშირებით აქვთ ინფორმაცია.

წითლიძის თქმით, ამ წუთებში საარჩევნო უბნებისკენ მიემართება, სადაც ე.წ. ძველი ბიჭები არიან მობილიზებული.

“პოლიციიდან პირდაპირ მივდივარ კახათის და დარჩელის უბნებზე სადაც მობილიზაცია აქვს ძველ ბიჭებს. პოლიციას ვთხოვე ამ უბნებზე დამატებითი ჯგუფები რადგან გვაქვს დარბევის მცდელობაზე ინფორმაცია.

ბლოკნოტი რომელსაც ეძებდნენ პოლიციამ ვერ იპოვა და საიმედო ადგილასაა”, – წერს ანა წითლიძე.

ცნობისთვის, ანა წითლიძე პოლიციის შენობაში ზუგდიდის 21-ე საარჩევნო უბანზე მომხდარი დაპირისპირების შემდეგ გადაიყვანეს.

banner
წინა სტატიაში„ხელისუფლება ყველა სახის მექანიზმით ცდილობს შედეგის მიღწევას, თუმცა ისინი აუცილებლად დამარცხდებიან და დაიწყება ივანიშვილის რეჟიმის დემონტაჟი.“ – გიგი წერეთელი
შემდეგი სტატიაბექა დავითულიანი: ნიკა მელიამ თბილისში არჩევნები წააგო