ირაკლი კობხიძე: მთლიანობაში, კმაყოფილი ვართ იმ პროცესის, რომელიც წარიმართა

მთლიანობაში, კმაყოფილი ვართ იმ პროცესის, რომელიც წარიმართა. მგონია, საქართველოში ბოლო პოლარიზებული არჩევნები გვაქვს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ამის მიზეზია მთავარი ოპონენტის ბოროტება.

„ჩვენი მეგობრები ყველა შეშფოთებით უყურებდნენ, რომ არჩევნები ამ შემთხვევაშიც პოლარიზებულ გარემოში ტარდებოდა. ამას აქვს ერთადერთი მიზეზი, ამის მიზეზია – ჩვენი მთავარი ოპონენტი არის ბოროტება, კრიმინალი, ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეკლესიური პოლიტიკური დაჯგუფება. ამ ძალას წერტილი დაესვა დღეს ქართველი ამომრჩევლის მიერაც. აქედან შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ბოლო პოლარიზებული არჩევნები. 2024 წელს საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება თვისობრივად განსხვავებულ გარემოში, რადგან ქართულ პოლიტიკაში მადესტაბილიზებელი ფაქტორი – „ნაციონალური მოძრაობა“ აღარ იქნება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიბექა დავითულიანი: ნიკა მელიამ თბილისში არჩევნები წააგო
შემდეგი სტატიარუსთავში საჯარო მოხელე გაიქცა და სიები გადააგდო