ბელორუსში ოპოზიციონერი ჟურნალისტი დაიჭირეს

დასავლეთ ბელორუსში, ქალაქ ბრესტში ოპოზიციონერი ჟურნალისტი, საინფორმაციო გვერდის “პირველი რეგიონის” რედაქტორი ოლეგ სუპრუნიუკი დაიჭირეს. ჟურნალისტი 6 ივლისს 22:20 წუთზე საკუთარი სახლიდან გაიყვანეს – “პირველმა რეგიონმა” დაკავებულის მეუღლეზე დაყრდნობით გაავრცელა – “დოიჩე ველე” წერს.

დაკავების მიზეზები ჯერჯერობით არ ვრცელდება. ჟურნალისტის მეუღლემ მხოლოდ ის გაარკვია, რომ ოლეგ სუპრუნიუკი ბრესტის ლენინის სახელობის იზოლატორშია.

banner
წინა სტატიაშირიყე-ნარიყალას საბაგირო გზა მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება
შემდეგი სტატიაგამყრელიძე ვაქცინაზე – მიწოდების დეფიციტი არ გვაქვს, ჩვენ გვაქვს მოთხოვნილების დეფიციტი