ბელიაშვილის ქუჩაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ – „112“-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე, „თბილსერვის ჯგუფის“ ტერიტორიაზე მდებარე საწყობში ძლიერი დაკვამლიანება შეინიშნებოდა.

შეტყობინების მიღებისთანავე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა დაუყოვნებლივ მოახდინა რეაგირება და ადგილზე 12 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი გამოცხადდა. ცეცხლი საწყობებს, მათ მიმდებარედ არსებულ მუყაოს ყუთებს და სხვადასხვა სახის ნივთებს ეკიდა.
მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად, ხანძრის ლოკალიზაცია მოკლე დროში მოხდა, ამ დროისთვის კი ხანძარი სრულად არის ლიკვიდირებული.

ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 60-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი და სპეციალური ტექნიკა იყო ჩართული.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი და სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტის უფროსი დავით სუხიშვილი.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიპოლიციამ დმანისში მომხდარი მკვლელობა გახსნა
შემდეგი სტატიაზუგდიდში სასაჩუქრედ საოჯახო ელექტროტექნიკის შეძენაზე გამოცხადებული ტენდერი გაუქმდა