ზუგდიდში სასაჩუქრედ საოჯახო ელექტროტექნიკის შეძენაზე გამოცხადებული ტენდერი გაუქმდა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებით, ქალთა და დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებისთვის, სასაჩუქრედ საოჯახო ელექტროტექნიკის შეძენაზე გამოცხადებული ტენდერი, საზოგადოებაში გამოწვეული აზრთა სხვაობის გამო გაუქმდა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ქალთა დღესასწაულისთვის 20 სხვადასხვა ორგანიზაციიდან წარმოდგენილ ქალბატონს თაიგულს და 200 – 200 ლარს, ფულად საჩუქარს გადასცემს, რათა თითოეული მათგანის ინტერესი თანაბრად იქნეს გათვალისწინებული.

ზუგდიდში მოქმედი 20 სხვადასხვა ორგანიზაცია ქალბატონებს თავად, საკუთარი კრიტერიუმებით შერჩევს და წარადგენს.

 

შეგახსენებთ,სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ქალთა და დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებებისთვის სასაჩუქრედ 20 ხორცსაკეპი მანქანის შეძენას გეგმავდა. როგორც მერიაში ამბობდნენ, საჩუქრები იმ ქალებისთვის იყო განკუთვნილი, რომელთაც ქალაქის განვითარებაში შეაქვთ წვლილი. საზოგადოების ნაწილმა აღნიშნული გადაწყვეტილება შეაფასა, როგორც დისკრიმინაციული და პრობლემური.

 

 

banner
წინა სტატიაშიბელიაშვილის ქუჩაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია – მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე კარგად გამოჩნდა საქართველოს მზარდი როლი ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურასა და შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში