ბელარუსში საფრანგეთის ელჩმა ნიკოლა დე ბულან დე ლაკოსტემ, ბელარუსის მთავრობის მოთხოვნის საფუძველზე, ქვეყანა დატოვა

ბელარუსში საფრანგეთის ელჩმა ნიკოლა დე ბულან დე ლაკოსტემ, ბელარუსის მთავრობის მოთხოვნის საფუძველზე, ქვეყანა დატოვა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, საფრანგეთის საელჩო ბელარუსიდან ელჩის გამოძევების მიზეზს არ ასახელებს, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ დიპლომატმა აკრძალული არასამთავრობო ორგანიზაციის, „გავარი პრავდუს“ წარმომადგენლებს უმასპინძლა, მათ შორის ორგანიზაციის ე.წ. ლიდერს, ანდრეი დმიტრიევს, რომელიც გასული წლის საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატი იყო.

ცნობილი გახდა ასევე, რომ ბელარუსმა საკუთარი ელჩი, იგორ ფესენკო საფრანგეთიდან გამოიწვია.

banner
წინა სტატიაშიდეგნანი – საქართველოს შორის მჭიდრო ურთიერთობები გრძელდება
შემდეგი სტატიამსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 241 მილიონს გადააჭარბა, გარდაცვლილია 4.9 მილიონზე მეტი ადამიანი