მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 241 მილიონს გადააჭარბა, გარდაცვლილია 4.9 მილიონზე მეტი ადამიანი

მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 241 მილიონს გადააჭარბა. შესაბამის მონაცემებს პლატფორმა worldometers-ი აქვეყნებს.

ამავე სტატისტიკის თანახმად, კოვიდ 19-ს დღემდე მსოფლიოში 4.9 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ვირუსისგან განკურნებულების რაოდენობა კი 218 მილიონს აჭარბებს. მსოფლიოში ამჟამად ინფიცირების 17.8 მილიონი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.

კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი – 45.7 მილიონი შემთხვევა აშშ-ია დადასტურებული, მეორე ადგილზეა ინდოეთი 34 მილიონზე მეტი შემთხვევით, შემდეგ მოდის ბრაზილია, გაერთიანებული სამეფო და რუსეთი.

banner
წინა სტატიაშიბელარუსში საფრანგეთის ელჩმა ნიკოლა დე ბულან დე ლაკოსტემ, ბელარუსის მთავრობის მოთხოვნის საფუძველზე, ქვეყანა დატოვა
შემდეგი სტატიასააკაშვილის პირადი ექიმი – მორალურად თავს კარგად გრძნობს, მაგრამ უჭირს სიარული