დეგნანი – საქართველოს შორის მჭიდრო ურთიერთობები გრძელდება

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი საქართველოშია. ლოიდ ოსტინს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს თავდაცვის მინისტრი და ამერიკის ელჩი დახვდნენ. საქართველოში ჩამოსვლის ამსახველი კადრები პენტაგონის ხელმძღვანელმა ტვიტერის საკუთარ გვერდზეც გაავრცელა. ოსტინი აქვე წერს, რომ აშშ მზადაა, საქართველოს თავდაცვის უნარიანობის გაძლიერებასა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე წინსვლაში დაეხმაროს.

„ძალიან დიდი პატივია, რომ დღეს საქართველოს ეწვია ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი. მისი ვიზიტი არის კიდევ ერთი დასტური, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის გრძელდება მჭიდრო ურთიერთობები. უსაფრთხოების საკითხებში ჩვენი თანამშრომლობა გრძელდება. დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ განვიხილავთ, თუ კიდევ რა შეიძლება გააკეთონ ჩვენმა მხარეებმა ერთობლივად, რომ გაძლიერდეს საქართველოს უსაფრთხოება და სტაბილურობა. მოხარული ვართ, რომ ოსტინი საქართველოში იმყოფება და მოუთმენლად ველით დატვირთულ და ნაყოფიერ შეხვედრებს“,-ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რომელიც აშშ-ის თავდაცვის მდივანს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდა.

banner
წინა სტატიაშიავლაბარში საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოინგრა
შემდეგი სტატიაბელარუსში საფრანგეთის ელჩმა ნიკოლა დე ბულან დე ლაკოსტემ, ბელარუსის მთავრობის მოთხოვნის საფუძველზე, ქვეყანა დატოვა