“ბავშვმა თქვა, ეს დედაჩემი არ არისო” – ახალი დეტალები ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული ქალის საქმეზე

არასრულწლოვნებით ვაჭრობის ბრალდებით დაკავებული ქალის საქმეზე ახალი დეტალები გახდა ცნობილი. ზუგდიდელები იხსენებენ, რა პირობებში ჰყავდა ერთ-ერთ ნაქირავებ ბინაში უკრაინის მოქალაქეს 10 ბავშვი.

მეზობლები ყვებიან, რომ ერთ-ერთმა არასრულწლოვანმა თქვა, რომ იულია სუსლიაკი მისი დედა არ არის. ადგილობრივების ინფორმაციით, იულია სუსლიაკი აფხაზეთში მეუღლესთან ჩასვლას გეგმავდა, თუმცა ენგურის ხიდზე მას პრობლემები შეექმნა.

„აფხაზეთში მინდა გადასვლა და შემაჩერესო. ერთმა ბავშვმა თქვა, ეს დედაჩემი არ არისო. ბიჭი იჯდა, საჭმელს ჭამდა და მაშინ ჰკითხა მეზობელმა და დედაჩემი არ არისო,“ – განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა მცხოვრებმა, ბესო მიქენაიამ.

ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულ ქალს ბრალს ამ წუთებში აცნობენ. წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება მისი ადვოკატიც

banner
წინა სტატიაშივერ მოგვიგვარა მერიამ,“- ვეძისის მაცხოვრებლები პრობლემის მოგვარებას ითხოვენ
შემდეგი სტატიასახლში ადამიანი შემოგივარდა და თურმე არ უნდა გააღიზიანო, წყნარად უნდა იყო – სასულიერო პირები ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდებენ