ვერ მოგვიგვარა მერიამ,“- ვეძისის მაცხოვრებლები პრობლემის მოგვარებას ითხოვენ

6 თვეა თბილისში, ვეძისის დასახლებაში მოსახლეობას კანალიზაციის პრობლემა აწუხებს. მათი განმარტებით, მერია და წყალკანალი პრობლემის ბოლომდე აღმოფხვრას ვერ ახერხებს.

მოსახლეობა დახმარებას და ადგილის გასუფთავებას ითხოვს. მათი თქმით, ეს დეზინტერიის წყაროა და აღნიშნულ პრობლემას ყურადღება შესაბამისმა სამსახურებმა დროულად უნდა მიაქციონ.

„მერიასაც მივმართეთ, გამგეობასაც მივმართეთ, წყალკანალსაც მივმართეთ, მაგრამ პატრონი არ გვყავს. ეს არის დეზინტერია. მემგონი დაგვეთანხმებიან და ამ ჩვენ ჯანმრთელობით ეს მერია ამხელა ხელფასებს რომ იღებს რაში იღებს? უბრალო კანალიზაცია ვერ მოგვიგვარა მერიამ,“- განცხადა ადგილობრივმა მაცხოვრებელმა ზაზა კაკალაშვილმა.

წყალკანალში განმარტავენ, რომ რამდენიმე დღის წინ ამ ტერიტორიაზე კანალიზაციის პრობლემა დაფიქსირდა და დღის განმავლობაში ჯგუფი ადგილზე გაწმენდით სამუშაოებს ისევ ჩაატარებს.

banner
წინა სტატიაში„ბათუმის წყლის” ინფორმაციით, არდაგანის ტბაში სანიაღვრე სისტემიდან უცხო სითხის შედინება დაფიქსირდა
შემდეგი სტატია“ბავშვმა თქვა, ეს დედაჩემი არ არისო” – ახალი დეტალები ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული ქალის საქმეზე