“ბავშვი რომ ჩხაოდა, ვესროლეო”- 18 წლის მწყემსმა 4 წლის ბავშვის მკვლელობა, სავარაუდოდ, აღიარა

ხადას ხეობაში მცხოვრებლები, საზარელი მკვლელობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ჰყვებიან. მათი განცხადებით, 18 წლის მწყემსმა შელაპარაკების შემდეგ ჯერ ამერიკელი მამაკაცი მოკლა, მის ტურისტ ცოლს კი, რომელმაც ინციდენტის შემდეგ გაქცევა სცადა, ფეხი დაუცდა და მიყენებული დაზიანებებით გარდაიცვალა. როგორც ცნობილია, ახალგაზრდა მწყემსმა ამის შემდეგ, სავარაუდოდ, ბავშვი მოკლა.
“სიპის ძირას შევაცურეო. ბავშვი რომ ჩხაოდა, ვესრლეო,”- აცხადებენ ადგილობრივები.
სამივე მოკლულის ცხედარი ამ დროისთვის თბილისში – პროზექტურაშია გადმოსვენებული.
გავრცელებული ინფორმაციით, 18 წლის მწყემსმა, რომელიც სამართალდამცველებმა დააკავეს, 4 წლის ბავშვის მკვლელობა აღიარა.

banner
წინა სტატიაშიახალციხის მუნიციპალიტეტში ჯარისკაცი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაიუსტიციის მინისტრი იქნება ის, რომელიც არის უარესი – რომან გოცირიძე