ახალციხის მუნიციპალიტეტში ჯარისკაცი გარდაიცვალა

ახალციხის მუნიციპალიტეტში ჯარისკაცი გარდაიცვალა. ჯარისკაცის გარდაცვალების ფაქტი ,,თაიმერს” თავდაცვის სამინისტროში დაუდასტურეს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, ჯარისკაცი ორფოლოს პოლიგონის ტერიტორიაზე შეუძლოდ გახდა. ჯარისკაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

მომხდარის სხვა დეტალები ჯერ უცნობია. თავდაცვის სამინისტრო ოფიციალურ ინფორმაციას ცოტა ხანში გაავრცელებს.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტში შრომის უსაფრთხოების საკითხებზე საკომიტეტო მოსმენას არცერთი დეპუტატი არ ესწრება
შემდეგი სტატია“ბავშვი რომ ჩხაოდა, ვესროლეო”- 18 წლის მწყემსმა 4 წლის ბავშვის მკვლელობა, სავარაუდოდ, აღიარა