იუსტიციის მინისტრი იქნება ის, რომელიც არის უარესი – რომან გოცირიძე

პარლამენტის ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე იუსტიციის მინისტრთან დაკავშრებით კომენტარს აკეთებს. გოცირიძე მიიჩნევს, რომ იუსტიციის მინისტრი ქინება ის, „რომელიც არის უარესი“:

„დარწმუნებული იყავით, როდესაც ორი სამინისტრო ერთიანდება, სასჯელაღსრულების და იუსტიციის, იუსტიციის მინისტრი იქნება ის, რომელიც არის უარესი. ჩვენ ამ ექვსწლიანმა გამოცდილებამ გვასწავლა, რომ მინისტრად დანიშვნის მთავარი კრიტერიუმი ეს არის პირადი მორჩილება, ეს არის ერთგულება, ეს არის შავი საქმეების შესრულება, ეს არის ბინძური საქმის შესრულება, ყველაფერის გამკეთებელი და ყველაფრის მკადრებელი უნდა იყოს, აი, ვინც ყველაფერს იკადრებს, ის იქნება იუსტიციის მინისტრი, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და სპეციფიკური სამინისტრო,“ – განაცხადა გოცირიძემ.

banner
წინა სტატიაში“ბავშვი რომ ჩხაოდა, ვესროლეო”- 18 წლის მწყემსმა 4 წლის ბავშვის მკვლელობა, სავარაუდოდ, აღიარა
შემდეგი სტატიამოზარდების მკვლელობის საქმე – საზოგადოებრივი მაუწყებლიდან შესაძლოა ის ჟურნალისტები გაუშვან, რომელმაც მკვლელობის შესახებ დოკუმენტური ფილმი მოამზადა