“ბავშვი ყვება, რომ ძალით მიმათრევდაო” – კასპში არასრულწლოვანის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით 63 წლის მამაკაცი დააკავეს

კასპში 63 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელიც არასრულწლოვანი ბიჭის მიმართ გარყვნილ ქმედებას ახორციელებდა.

11 წლის მოზარდს მამაკაცი, სავარაუდოდ, იცნობდა და არც მისი ნდობის მოპოვება არ გასჭირვებია.

კასპში თანასოფლელები ყვებიან, რომ ბავშვი სახლში მიდიოდა, როდესაც მამაკაცმა ძალის გამოყენებით წაიყვანა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ბავშვმა თავის დაღწევა თავადვე შეძლო.

„პატარა ბავშვი სკოლიდან რომ მოდიოდა, დაუჭერია და მიათრევდა სახლში. ბავშვი ასე ყვება, რომ ძალით მიმათრევდაო,“ – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

დაკავებულის მეუღლეს მომხდართან დაკავშირებით დამატებით დეტალებზე საუბარი არ სურს და ამბობს, რომ მას დაკავების მიზეზად ქურდობის ფაქტი დაუსახელეს.

დაკავებულს ბრალს უახლოეს საათებში წაუყენებენ. დაკავებული დანაშაულს აღიარებს.

ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაული 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშირუსმა ოკუპანტებმა ხურვალეთთან დამონტაჟებულ სათვალთვალო კოშკურასთან სამუშაოები განაახლეს
შემდეგი სტატიაწალენჯიხის მუნიციპალიტეტში ხანძრის შედეგად 94 წლის მამაკაცი დაიღუპა