წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ხანძრის შედეგად 94 წლის მამაკაცი დაიღუპა

region
: region თებერვალი 9, 2019 12:24

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ხანძრის შედეგად 94 წლის მამაკაცი დაიღუპა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანში ხანძრის შედეგად 94 წლის მამაკაცი დაიღუპა.

ხანძარი გოგოხიების საცხოვრებელ სახლში გამთენიისას გაჩნდა. სახლი ხის იყო და ადგილზე მეხანძრეების მისვლამდე სრულად დაიწვა. შედეგად 94 წლის ხუტიკო გოგოხია დაიღუპა.

არსებობდა საფრთხე ცეცხლი იმავე ეზოში განთავსებულ მეორე სახლზეც გავრცელებულიყო, თუმცა მაშველებმა ამის პრევენცია მოახერხეს. ადგილზე მობილიზებული იყო, როგორც წალენჯიხის, ასევე ზუგდიდის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სახანძრო ეკიპაჟები.

ხანძრის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.

region
: region თებერვალი 9, 2019 12:24

გამოკითხვა

ზუგდიდის მერობის არჩევნებში რომელი კანდიდატი გაიმარჯვებს?

შედეგის ნახვა

Google სტატისტიკა


10,172
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics