“ბავშვებს ატესტატს „ბამბანერკების“, გოჭებისა და ფულის სანაცვლოდ მისცემენ”- შაშკინი გამოცდების გაუქმებაზე

განათლების ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი საატესტატო გამოცდების გაუქმებას ეხმაურება და ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილების შედეგად, სკოლებში დაბრუნდება კორუფცია. მისივე შეფასებით, საატესტატო გამოცდების გაუქმებით სკოლებში ფიზიკის, მათემატიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის განადგურება მოხდება.

„მთელ მსოფლიოში არის კონსენსუსი, რომ არსებობს რვა საგანი, რომლის სწავლაც აუცილებელია და არც ერთი საგნის დაკნინება არ შეიძლება. არა იმიტომ, რომ ვიღაცას ასე უნდა, არამედ იმიტომ, რომ დამტკიცებულია, ამ რვა საგნის სწავლით ბავშვს უვითარდება უნარები, რომელიც ცხოვრებაში დასჭირდება. ეს რვა საგანია: მშობლიური ენა, უცხო ენა, ისტორია, გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია და მათემატიკა. საატესტატო გამოცდების გაუქმებით მოხდება ფიზიკის, მათემატიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის განადგურება სკოლებში, ეს ყველაფერი უკვე ვნახეთ 90-იან წლებში.

საატესტატო გამოცდების გაუქმებით სკოლებში დაბრუნდება კორუფცია, ბავშვებს ატესტატს „ბამბანერკების“, გოჭებისა და ფულის სანაცვლოდ მისცემენ. 2012 წლის შემდეგ, ყოველწლიურად უარესდებოდა საატესტატო გამოცდების მაჩვენებელი. მას სჭირდება დახვეწა და არა გაუქმება“, – განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.

banner
წინა სტატიაში“მინისტრის საათი“ პარლამენტში – 11 მინისტრის გრაფიკი
შემდეგი სტატიაკობახიძეს დღეს თავის მოსაწონებელი არაფერი ექნება – აბესაძე