“მინისტრის საათი“ პარლამენტში – 11 მინისტრის გრაფიკი

პარლამენტი “მინისტრის საათის“ ფორმატში მიმდინარე წლის განმავლობაში 11 მინისტრს მოუსმენს.

პარლამენტი “მინისტრის საათზე“ მოსმენების გამართვას შემდეგი გრაფიკით გეგმავს:

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი – (8 თებერვალი);

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი (5-7 მარტი);

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი (19-22 მარტი);

თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია (2-5 აპრილი);

სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქი თანასწორების საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი (16-19 აპრილი);

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია (30 აპრილი – 4 მაისი);

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი (14-17 მაისი);

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო (25-28 ივნისი);

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი (29 ოქტომბერი – 1 ნოემბერი);

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი ქობულია (12-15 ნოემბერი);

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი (10 – 13 დეკემბერი).

ე.წ. მინისტრის საათი ახალი რეგლამენტით განსაზღვრული ფორმატია, რომელიც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მთავრობის წევრების სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ მოხსენებით გამოსვლას გულისხმობს, რის შემდეგაც დებატები იმართება.

banner
წინა სტატიაშიქობულიამ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი ხელმძღვანელი წარადგინა
შემდეგი სტატია“ბავშვებს ატესტატს „ბამბანერკების“, გოჭებისა და ფულის სანაცვლოდ მისცემენ”- შაშკინი გამოცდების გაუქმებაზე