კობახიძეს დღეს თავის მოსაწონებელი არაფერი ექნება – აბესაძე

ირაკლი კობახიძეს თავის მოსაწონებელი არაფერი ექნება – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის უმცირესობის წევრმა ირაკლი აბესაძემ ჟურნალისტებს პარლამენტის პლენარული სესიის დაწყებამდე განუცხადა.

„სერიოზული გამოწვევებია საპარლამენტო საქმიანობის კუთხით. განსაკუთრებით, საპარლამენტო საზედამხედველო მიმართულებით, როდესაც ფაქტობრივად, პირველი ორი წლის განმავლობაში მინისტრები მიზანმიმართულად და უხეშად არღვევდნენ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტს, კანონს, რომელიც მათ ავალდებულებდათ ფრაქციების სხდომაზე, მათ შორის უმცირესობის სხდომაზე გამოცხადებულიყვნენ და უმნიშვნელოვანეს საკითხებზე გაეცათ პასუხი საზოგადოებისთვის. რა თქმა უნდა, პრობლემატური იყო საგამოძიებო კომისიის მუშაობა ხორავას ქუჩაზე მომხდართან დაკავშირებით, სადაც მნიშვნელოვანი დასკვნების მიუხედავად დღემდე პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტრო ფაქტობრივად არ ასრულებს იმ რეკომენდაციებს, რომელიც გაიცა. ასე რომ, ძალიან მწვავე და რთული ცხოვრება უწევთ საპარლამენტო ოპოზიციას და ზოგადად პარლამენტს ქვეყანაში. რა თქმა უნა, ამ მიმართულებით ბევრი რამ არის გასაუმჯობესებელი და ნაკლები ექნება დღეს პარლამენტის თავმჯდომარეს თავის მოსაწონებელი”,- განაცხადა აბესაძემ.

banner
წინა სტატიაში“ბავშვებს ატესტატს „ბამბანერკების“, გოჭებისა და ფულის სანაცვლოდ მისცემენ”- შაშკინი გამოცდების გაუქმებაზე
შემდეგი სტატიანედლ რძესა და ქართულ სუნელებში ტყვიის გადაჭარბებული შემცველობაა – სეს-ი