ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა, რომ ქვეყანაში არის მშვიდობა, სტაბილურობა, განვითარება – ღარიბაშვილი

gulis eleqsiri

“ბოლო 9 წლის განმავლობაში, ჩვენი გონივრული, პრაგმატული პოლიტიკით ქვეყანა დავამშვიდეთ, დავაწყნარეთ, არ გვქონია ომი, ყველაფერი მშვიდად არის და ასე მშვიდობიანად, დემოკრატიულად ვმართავთ ჩვენს ქვეყანას. ეს არ ყოფილა შემთხვევითი მეგობრებო, ეს არის გააზრებული პოლიტიკის შედეგი, იმ პოლიტიკისა რომელიც მოიტანა ჩვენმა დამფუძნებელმა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა. სწორედ მისი დამსახურებაა ის, რომ ქვეყანაში არის მშვიდობა და სტაბილურობა, განვითარება ყველა მიმართულებით. რაც მთავარია, გვაქვს დემოკრატიული მმართველობა. ეს არის რეალური დემოკრატია და არა ის,რომელიც 8-9 წლის წინ იყო დამკვიდრებული ქვეყანაში.” – თქვა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თერჯოლაში “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატის წარდგენისას.

წინა სტატიაშიეზუგბაია – თუ ინფიცირებულთა რაოდენობა დინამიურად შემცირდება, ლეტალობა 2-3 კვირის შემდეგ დაიკლებს
შემდეგი სტატიავაშაძე: ვეთანხმები ჯიმ რიშს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეცდომა დაუშვა