ეზუგბაია – თუ ინფიცირებულთა რაოდენობა დინამიურად შემცირდება, ლეტალობა 2-3 კვირის შემდეგ დაიკლებს

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, კორონავირუსით გარდაცვალების მაღალი მაჩვენებელი ინფიცირების შემთხვევების მატებასთანაა პირდაპირ კავშირში. მისი თქმით, ლეტალობა ინფიცირების რაოდენობის დინამიურ კლებასთან ერთად, დაახლოებით 2-3 კვირის შემდეგ შემცირდება.

მისი თქმით, ახლა ლეტალობის პიკია.

“პიკს მოჰყვება ხანგრძლივი მაღალი ციფრები, თუ მომავალში გვექნება ინფიცირების რაოდენობის შემცირება დინამიური კლებით ან თუნდაც შევინარჩუნებთ გარკვეული პერიოდი ამ მაჩვენებელს და ნელ-ნელა მოიკლებს, ამას მოყვება ლეტალობის მაჩვენებლის შემცირებაც.

ახლანდელი ლეტალობის მაჩვენებელი არ არის დამოკიდებული არასწორად მართულ პაციენტებზე, ეს გამოძახილი ადრე დაწყებული დაავადების რაოდენობის მატებასთან. ეს ჩვეულებრივად კორელაციაშია. რაოდენობის შეჩერებას კლებას ჯერ ვერ წაყვება ლეტალობის შემცირება, ეს მოყვება ორი სამი კვირის შემდეგ”, – თქვა მარინა ეზუგბაიამ.

banner
წინა სტატიაშისაარჩევნო უბანი პარტიული სიის წარმომადგენლის სახლში – “თავისუფლება ზვაიდ გამსახურდიას გზას” კანონდართვევზე საუბარობს
შემდეგი სტატიაბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა, რომ ქვეყანაში არის მშვიდობა, სტაბილურობა, განვითარება – ღარიბაშვილი