ვაშაძე: ვეთანხმები ჯიმ რიშს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეცდომა დაუშვა

სრულად ვეთანხმები ჯიმ რიშს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეცდომა დაუშვა, როცა თავის დროზე არ მოაწერა ხელი დოკუმენტს, რითაც საბაბი მისცა „ქართულ ოცნებას“, არ შეესრულებინა შეთანხმება, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

„ის, რაც გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“, რომ უარი თქვა ევროპულ დაფინანსებაზე, ამას ექნება, სამწუხაროდ, ჯაჭვური რეაქცია. 33 მილიარდი ლარი გვაქვს საგარეო ვალი, რადგან ვალებზე ცხოვრობს ეს ქვეყანა და დახმარებაზე რომ უარს ამბობ და არა სესხზე, ეს კიდევ უფრო დიდი დანაშაულია და გზავნილია, რომ არ მინდა არაფრის შეცვლა, არც ერთი რეფორმა და ერთადერთი მინდა ძალაუფლების შენარჩუნება. ჯიმ რიშს სრულად ვეთანხმები ამ საკითხში, რომ შეცდომა დაუშვა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, თავის დროზე რომ არ მოაწერა ხელი, ამით საბაბი მისცა „ქართულ ოცნებას“, არ შეესრულებინა ეს შეთანხმება.

დღეს აღმოჩნდა, რომ ჩვენ ვიყავით მართალი, მაშინ, როცა შეთანხმება გავაფორმეთ და ეს დაადასტურა „ნაციონალური მოძრაობის„ გუშინდელმა ხელმოწერამ ამ დოკუმენტზე. ძალიან უსამართლო თავდასხმები მივიღეთ და ვფიქრობ, საზოგადოებამ უნდა გაარჩიოს, ვინ იღებს თავის დროზე სწორ გადაწყვეტილებებს და ვინ მცდარ გადაწყვეტილებებს და მერე დარწმუნებას ცდილობს, რომ მისი მცდარი გადაწყვეტილება არის სწორი“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშიბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა, რომ ქვეყანაში არის მშვიდობა, სტაბილურობა, განვითარება – ღარიბაშვილი
შემდეგი სტატიასაქართველოში 3.8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა