ბათუმში, “სირცხვილიას” ოფისთან დაკავებულებზე სასამართლო გადაწყვეტილებას დღეს მიიღებს

მოძრაობა “სირცხვილია” დღეს, 5 აპრილს ბათუმში საპროტესტო მარშს გამართავს. აქტივისტები ე.წ. დაუმორჩილებლობის წვეულების პოლიციის ძალით დაშლას აპროტესტებენ. მარში დაკავებული აქტივისტების სასამართლო პროცესის შემდეგ გაიმართება და დემონსტრანტები კომენდანტის საათს კიდევ ერთხელ დაარღვევენ.

“აშკარად არის ნიშნები პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების. დაველოდებით სასამართლოს განაჩენს, სადაც ჯერ კიდევ მსჯავრდებულები არიან ჩვენები და დაველოდებით რას მიუსჯიან. ამის შემდეგ ყველა შესაძლო ბერკეტს გამოვიყენებთ, რომ სამართლებრივად ვიბრძოლოდ და პოლიციელები, რომლებმაც უფლებამოსილებას გადაამეტეს იყვნენ დასჯილნი. არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება მოქალაქეებს პროტესტი აეკრძალოს, ამას არ დავუშვებთ”, – თქვა აქტივისტმა, გიგა მაქარაშვილმა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში აქტივისტების პროცესი 4 საათზეა ჩანიშნული. სამოქალაქო მოძრაობის წევრები აცხადებენ, რომ პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების შესახებ დეტალურ ინფორმაციას საერთაშორისო ორგანიზაციებს მიაწვდიან.

“სირცხვილიას” ბათუმის ოფისში პოლიცია ორი დღის წინ იმ დროს შევიდა, როდესაც თბილისის მსგავსად იქაც რეგულაციების საწინააღმდეგოდ დაუმორჩილებლობის აქცია იმართებოდა.

banner
წინა სტატიაშილევან ბერძენიშვილი – ღარიბაშვილს პაიკსაც ვერ შევადარებდი, კობახიძემ წერა-კითხვა ისწავლოს
შემდეგი სტატიაეკატერინე ტიკარაძე – „სინოფარმის“ სანდოობაზე კითხვის ნიშნები არ ისმის