ლევან ბერძენიშვილი – ღარიბაშვილს პაიკსაც ვერ შევადარებდი, კობახიძემ წერა-კითხვა ისწავლოს

“მე არ მეგონა, რომ საქართველოს მთავრობა გაბედავდა და დაიცავდა პოზნერს ქართველი ხალხისგან. ამას არ ველოდი ამ მთავრობისგანაც კი, მაგრამ საქართველოს მთავრობა ხო არ არსებობს, არსებობს ერთი ბიძინა ივანიშვილი და მისი რუპორები”, – ამის შესახებ ლევან ბერძენიშვილმა ვლადიმერ პოზნერის ვიზიტისა და შემდეგ განვითარებული მოვლენების შეფასებისას ისაუბრა.

ბერძენიშვილი მმართველი გუნდის მიერ, რუსი პროპაგანდისტის დასაცავად გაკეთებულ განცხადებესაც გამოეხმაურა და თქვა, რომ კარგი იქნებოდა მმათველი გუნდიდან “ვიღაცამ, ეს იქნება კობახიძე თუ სხვა, წერა-კითხვა ისწავლოს”.

კარგად ვერ გავიგე მამუკა მდინარაძის ლოგიკა, ბატონ მამუკას მგონი ცოტა თავში პრობლემები აქვს ლოგიკასთან, თუ რუსეთის ხალხი დახვდა, ამ რუსეთის საყვარელ ჟურნალისტს როგორ აგინეს? ასეთი გაუგრებობა როგორ მოხდა კრემლის კაბინეტებს შორის? ეს სახლში თვითონ უნდა გაარკვიოს. იმიტომ, რომ რუსეთის ანგენტი ვინცაა სახეზე აწერია. მადლობა ღმერთს, რომ რუსეთს ასეთი უტვინო აგენტურა ჰყავს საქართველოში… არ ვიცი, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს რა ვუწოდო. ფიგურა რომ ვთქვა ძალიან დიდი სიტყვაა, პაიკიც – დიდი სიტყვაა, ესაა დიდი არარაობა, რომელმაც ხმა ამოიღო და იმ ქვეყანას რა ვუთხარი ასეთი პრემიერმინისტრი რომ ეყოლება, თან მეორედ. ეს არის უკვე ქართველი ხალხის ძალიან დიდი შეცდომა. არ შეიძლება ჩვენ ხალხს ასეთი ბრიყვი ადამიანი, წარმოუდგენელი არარაობა ჰყავდეს კონსტიტუციით პირველ პირად, – თქვა ლევან ბერძენიშვილმა.

წყარო – “მთავარი არხი”

banner
წინა სტატიაში55 წელს ზემოთ მოქალაქეებისა და პოლიციელთა სარეზერვო ჯგუფების ვაქცინაცია დღეიდან დაიწყება
შემდეგი სტატიაბათუმში, “სირცხვილიას” ოფისთან დაკავებულებზე სასამართლო გადაწყვეტილებას დღეს მიიღებს