სირიაში რუსული ვერტმფრენის ჩამოვარდნას ორი ადამიანი ემსხვერპლა

სირიაში რუსული ვერტმფრენი ჩამოვარდა. დაიღუპა ეკიპაჟის ორი წევრი. ინფორმაციას ამის შესახებ “ინტერფაქსი” ავრცელებს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ვერტმფრენი არ ჩამოუგდიათ.

მი-28-ენ-ის ტიპის ვერტმფრენი სირიის ქალაქ ჰომსთან ჩამოვარდა. გარდაცვლილი მფრინავების ცხედრები ხმეიმიმის ავიაბაზის ტერიტორიაზე გადაიყვანეს. “ავიაკატატსროფის ადგილზე სპეცილისტთა ოპერატიული ჯგუფი მუშაობს. მომხდარის მიზეზების დასადგენად სამუშაოები მიმდინარეობს”, – აცხადებენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.

banner
წინა სტატიაშიქეთევან ციხელაშვილი: ე.წ. რეფერენდუმის თემით მანიპულირება არის მხოლოდ საქართველოს პოლიტიკური შანტაჟის მცდელობა
შემდეგი სტატიაბათუმში შინდისის გმირების სახელობის სკვერი დაარბიეს