ბათუმში, კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა კიდევ ერთი ადამიანი ამოიყვანეს

ბათუმში, კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა კიდევ ერთი ადამიანი ცოცხალი ამოიყვანეს. ის ნანგრევების ქვეშ დაახლოებით თერთმეტი საათი იმყოფებოდა. მამაკაცი საავადმყოფოში გადაჰყავთ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების მიერ ამ წუთებში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ტარდება.

მანამდე მაშველებმა ნანგრევებიდან შუა ხნის ქალი ამოიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

banner
წინა სტატიაშინინო ბურჯანაძე: „ქართულ ოცნებასთან“ კომპრომისი დაუშვებელია“
შემდეგი სტატიაპენიტენციური სამსახური: მიხეილ სააკაშვილს დაწყებული აქვს საკვები პროდუქტების მიღება