ბათუმში კორონავირუსზე გამოკვლეულ 20 ადამიანს ინფექცია არ დაუდასტურდა

ბათუმში კორონავირუსზე 25 ადამიანი გამოიკვლიეს, აქედან ოც პაციენტს COVID 19 არ დაუდასტურდა. ხუთის ანალიზის პასუხი კი დღის ბოლოს იქნება ცნობილი.

როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განმარტეს, პაციენტების უმრავლესობამ საეჭვო სიმპტომებით კლინიკას თვითდინებით მიმართა, ორი სარფის საბჟოდან გადაიყვანეს და ორიც თვითიზოლაციის რეჟიმიდან.

აჭარაში სულ 12 საკარანტინო სივრცეა, სადაც 2000-მდე პირი იმყოფება. ზედამხვედველობის პერიოდის გასვლის შემდეგ კარანტინი 400 მოქალაქემ დატოვა

საქართველოში კორონავირუსის 115 შემთხვევა დადასტურდა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსისგან 22 ადამიანი განიკურნა.

banner
წინა სტატიაშიათონის მთაზე კორონავირუსი კიდევ სამ ბერს დაუდასტურდა
შემდეგი სტატიაპროკურატურის თანამშრომლებმა ხანდაზმულებს, მრავალშვილიან და სოციალურად დაუცველ ოჯახებს პროდუქტები ​გადასცეს