პროკურატურის თანამშრომლებმა ხანდაზმულებს, მრავალშვილიან და სოციალურად დაუცველ ოჯახებს პროდუქტები ​გადასცეს

საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა კორონავირუსის გავრცელების პრევენციის პერიოდში, ხანდაზმულებს, მრავალშვილიან და სოციალურად დაუცველ ოჯახებს ნობათები გადასცეს.

საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, პროკურორებმა მათ საკვები პროდუქტები და ჰიგიენური საშუალებები სახლებში მიუტანეს. ​

„საქართველოს პროკურატურა გააგრძელებს საქველმოქმედო ღონისძიებას როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. მოვუწოდებთ მოქალაქეებს, დაიცვან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციები“, – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიბათუმში კორონავირუსზე გამოკვლეულ 20 ადამიანს ინფექცია არ დაუდასტურდა
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსისგან 23 პაციენტი გამოჯანმრთელდა