ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებულმა სამმა ქალმა იმშობიარა, ახალშობილებს „კოვიდ-19“ არ აღმოაჩნდათ

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 26, 2020 12:45

ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებულმა სამმა ქალმა იმშობიარა, ახალშობილებს „კოვიდ-19“ არ აღმოაჩნდათ

ბათუმის სამშობიარო სახლში, სადაც კოვიდინფიცირებული ორსული პაციენტები იმყოფებიან, სამი ჩვილი გაჩნდა და როგორც დღეს გახდა ცნობილი, არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა. ახალშობილები თავს კარგად გრძნობენ.

კლინიკის დირექტორის, ნუგზარ პაპავას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული 15 ორსულიდან ერთის მდგომარეობა საყურადღებოა.

„სამი ახალშობილის ტესტის პასუხებს ველოდებოდით და ყველას უარყოფითი აქვს. საერთო ჯამში, ჩვენს კლინიკაში 15 კოვიდინფიცირებული ფეხმძიმეა მოთავსებული. აქედან ერთის მდგომარეობა საყურადღებოა, რადგან პაციენტს ხველება და ცხელება აღენიშნება, იგი 22 კვირის ფეხმძიმეა. სხვა ორსულების მდგომარეობა სტაბილურია, უსიმპტომოდ მიმდინარეობს“, – განაცხადა ნუგზარ პაპავამ.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 26, 2020 12:45