აშშ-ის მთავრობამ რუხის საუნივერსიტეტო კლინიკასა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სამედიცინო ცენტრს 50 000 დოლარის ღირებულების ექოსკოპიის სისტემები გადასცა

აშშ-ის მთავრობამ რუხის საუნივერსიტეტო კლინიკასა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სამედიცინო ცენტრს 50 000 დოლარის ღირებულების ექოსკოპიის სისტემები გადასცა.

საქართველოში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, ახალი აღჭურველობა საქართველოს COVID-19-თან ბრძოლაში და შორეული საავადმყოფოების სამედიცინო დიაგნოსტიკური შესაძლებლობების გაუმჯობესებაში დაეხმარება.

“ექოსკოპიის სისტემას, რომელიც რუხის საავადმყოფოს გადაეცა, ახალახან აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ მიენიჭა COVID-19-თან დაკავშირებული ფილტვებისა და გულით გამოწვეული გართულებების მართვის ნებართვა. ამ სისტემის გამოსახულების შესაძლებლობების, პორტატულობისა და მარტივი დეზინფექციის შესაძლებლობის გამო, ეს ღირებული ხელსაწყო იქნება სპეციალისტებისთვის, რომლებიც COVID-19-ით ინფიცირებულ პაციენტებს მკურნალობენ. ყაზბეგის საავადმყოფოსთვის გადაცემული სისტემა კი გამოყენებული იქნება რეგიონის დაშორებულ სოფლებში მაცხოვრებელი პაციენტებისთვის”, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოში ამერიკის საელჩოს მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, ეს დახმარება აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მხარდაჭერის ნაწილია, რომელსაც საქართველოსთვის ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის ფარგლებში ახორციელებს. პროგრამის მიზანი მთავრობის შესაძლებლობების გაძლიერებაა პანდემიის საპასუხოდ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში 3 114 აქტიური შემთხვევაა, მათგან 19 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა
შემდეგი სტატიაბათუმში კორონავირუსით ინფიცირებულმა სამმა ქალმა იმშობიარა, ახალშობილებს „კოვიდ-19“ არ აღმოაჩნდათ