ბათუმში, კლინიკა „მედეცნტრში“ 73 წლის ექიმი გარდაიცვალა

ბათუმში კლინიკა „მედეცნტრში“ 73 წლის ექიმი გარდაიცვალა.

როგორც „მედცენტრის“ ექიმმა, ზვიად ბახტაძემ აღნიშნა, პაციენტს თანმდევი დაავადებები აღენიშნებოდა.

„პაციენტი ჩვენი კლინიკის ექიმი იყო, 14 ნოემბერს კოვიდადასტურებული, ფილტვების 80 პროცენტი დაზიანებით მოათავსეს. მას გულის იშემიური დაავადება აღენიშნებოდა, – შუნტირება ჰქონდა გაკეთებული. 73 წლის მამაკაცი რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობდა და სამწუხაროდ დღეს გარდაიცვალა“, – განაცხადა ზვიად ბახტაძემ.

banner
წინა სტატიაშიბიზნესის მხარდასაჭერ დამატებით ღონისძიებებზე პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკურ გუნდთან სამუშაო შეხვედრა გამართა
შემდეგი სტატია“ოპოზიციამ გადავწყვიტეთ, რომ ხვალ საპროტესტო ღონისძიება არ გვექნება”