“ოპოზიციამ გადავწყვიტეთ, რომ ხვალ საპროტესტო ღონისძიება არ გვექნება”

პარტია ლელოს წარმომადგენელი საბა ბუაძე აცხადებს, რომ ხვალ ოპოზიციის მიერ დაგეგმილი საპროტესტო ღონისძიება არ გაიმართება.

როგორც ბუაძემ ოპოზიციურ ლიდერებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, მთელმა ოპოზიციურმა სპექტრმა გადაწყვიტა, რომ მეორე ტურს სრული იგნორით უპასუხოს.

“ჩვენი მიზანი, თავიდანვე ამ პროცესში იყო, რომ ამ სიცრუისგან სრული დისტანცირება მოგვეხდინა საკუთარი თავის და ამომრჩევლის. დღეს ვიმსჯელეთ და ამის საუკეთესო გადაწყვეტილება არის ამ პროცესის სრულად იგნორირება და ამ ფარსისგან თავის მაქსიმალურად შორს დაჭერა. ამიტომ, ჩვენ არ გვექნება საპროტესტო ღონისძიება და ეს დუმილი და იგნორირება იქნება საუკეთესო პროტესტი იმ პროცესის მიმართ, რომელსაც ქართული ოცნება ასაღებს მეორე ტურად”, – განაცხადა საბა ბუაძემ.

banner
წინა სტატიაშიბათუმში, კლინიკა „მედეცნტრში“ 73 წლის ექიმი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაუდუმაშვილი – გერმანიის ელჩს ვეთანხმები, დასაკარგი დრო არ გვაქვს, მაგრამ გზავნილის ადრესატი მხოლოდ ოპოზიცია არ არის