ბათუმში კიდევ ერთი კოვიდინფიცირებული ექიმი გარდაიცვალა

ბათუმში კიდევ ერთი კოვიდინფიცირებული ექიმი გარდაიცვალა. ის ქობულეთის სამედიცინო ცენტრის ექიმი იყო.

56 წლის ქალი ბათუმის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში გადიოდა მკურნალობის კურსს. ის სტაციონარში 17 ოქტომბერს მოათავსეს.

პაციენტს თანმდევი დაავადებები არ ჰქონია, თუმცა ფილტვის დიდი ნაწილი ჰქონდა დაზიანებული.

აჭარის რეგიონში ეს უკვე მედპერსონალის გარდაცვალების მე-6 შემთხვევაა.

banner
წინა სტატიაშიამირან გამყრელიძე – არჩევნების მეორე ტური რომ არა, შესაძლოა, შეზღუდვები ნოემბრის დასაწყისში დაწესებულიყო
შემდეგი სტატიასაპატრიარქო განცხადებას ავრცელებს: მრევლმა ტაძარში დისტანცია დაიცვას