საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს: მრევლმა ტაძარში დისტანცია დაიცვას

საქართველოს საპატრიარქოს კორონავირუსის მეორე ტალღის “აქტიური გავრცელების” გამო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და სასულიერო პირებს მიმართავს, რომ ტაძარში ყოფნის დროს მრევლმა დისტანია დაიცვას და პირბადე ეკეთოს.

“უცილებელია, ტაძარში ყოფნის დროს მრევლმა დაიცვას დისტანცია და ეკეთოს პირბადე, ხოლო ვინც თავს შეუძლოდ გრძნობს ან რისკის ჯგუფს განეკუთვნება, სჯობს თავი შეიკავოს მსახურებებზე დასწრებისგან. ზიარების ან სხვა საჭიროების შემთხვევაში მათ მოძღვარი სახლში მიაკითხავს”, – წერია საპატრიარქოს განცხადებაში.

საპატრიარქოს განცხადებით, აუცილებელია, შესრულდეს ყველა ის წესი, რაც პანდემიის I ეტაპის დროს იყო რეკომენდებული და ეკელსიის მხრიდან გამოყენებული.

შეგახენებთ, რომ დღეს, 25 ნოემბერს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ახალ შეზღუდვებთან დაკავშირებით 2 ვერსიას განიხილავენ და კონრეტული ინფორმაცია საზოგადოებისთვის ხვალ გახდება ცნობილი.

banner
წინა სტატიაშიბათუმში კიდევ ერთი კოვიდინფიცირებული ექიმი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაფხაკაძე – ბიზნესი მძიმე მდგომარეობაშია, მაგრამ ადამიანის სიცოცხლე უფრო მნიშვნელოვანია