ბათუმში, ძლიერი წვიმის გამო ცენტრალური ქუჩების ნაწილი დაიტბორა

ბათუმში, ძლიერი წვიმის გამო ცენტრალური ქუჩების ნაწილი დაიტბორა. სამაშველო სამსახურსა და სახანძროში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის 50-მდე ზარია შესული. მათი თქმით, ძირითადი გამოძახებები ჭაობის დასახლებიდან არის, რომელიც ძლიერი წვიმის დრო, ყველაზე ხშირად იტბორება.

მოსახლეობის განცხადებით, წყალი სახლების სარდაფებსა და პირველ სართულზეა შევარდნილი.

არსებული ინფორმაციით, შავ ზღვაზე საშტორმო მდგომარეობა არ არის გამოცხადებული.

banner
წინა სტატიაშისაფრანგეთის ქალაქ დიჟონში საცხოვრებელ სახლში მომხდარი აფეთქების შედეგად ცხრა ადამიანი დაშავდა
შემდეგი სტატიადავით ნარმანიას ანგარიშის წარდგენამდე ინციდენტი მოხდა