საფრანგეთის ქალაქ დიჟონში საცხოვრებელ სახლში მომხდარი აფეთქების შედეგად ცხრა ადამიანი დაშავდა

საფრანგეთის ქალაქ დიჟონში, საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა. როგორც სააგენტო “ფრანს პრესი” იტყობინება, აფეთქება სავარაუდოდ გაზის გაჟონვამ გამოიწვია.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაშავებულია ცხრა ადამიანი.

აფეთქების შედეგად შენობის ნაწილი ჩამოინგრა. ადგილზე მაშველები მუშაობენ.

banner
წინა სტატიაში„პატრიოტთა ალიანსი“: ოქრუაშვილი ახალგაზრდებისთვის ლუდს ყიდულობდა და მათთან ერთად მიირთმევდა
შემდეგი სტატიაბათუმში, ძლიერი წვიმის გამო ცენტრალური ქუჩების ნაწილი დაიტბორა