ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. ორს სამედიცინი დახმარება ადგილზე გაეწია, ხოლო ერთი კლინიკაში არის გადაყვანილი.

ექიმების განცხადებით, პაციენტს დაზიანება გულმკერდის არეში აქვს მიყენებული.

ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში ესტაკადასთან მოხდა. სწრაფად მოძრავი მსუბუქი ავტომობილი ბოძს შეეჯახა. შემთხვევის გამო, ბათუმის შესასვლელში სატრანსპორტო მოძრაობა შეზღუდული იყო.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

ფაქტზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის” 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

banner
წინა სტატიაშიკახა კოჟორიძე – ინვესტორების წინააღმდეგ ღია ომია გამოცხადებული
შემდეგი სტატიასააკაშვილი: არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დათანხმება პლებისციტის მოდელზე