ბათუმში ალი და ნინოს ქანდაკებაზე 29 წლის მამაკაცი ავიდა, რომელიც ქვემოთ მყოფ მოქალაქეებს სთხოვდა, მისთვის მარიხუანა მიეწოდებინათ

ბათუმში “ალი და ნინოს” ქანდაკებაზე ასული მოქალაქე მაშველებმა სპეცტექნიკის გამოყენებით ჩამოიყვანეს. თერჯოლელი კონსტანტინე ედიბერიძე პროტესტის ნიშნად ავიდა ქანდაკებაზე და ამ ფორმით თავისუფალი ცხოვრების უფლებას ითხოვდა.

ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო ჯგუფები და პატრულის რამდენიმე ეკიპაჟი. სამაშველო ოპერაცია რამდენიმე წუთს გაგრძელდა.

სამართალდამცველსა და ედიბერიძეს შორის მცირე ინციდენტიც მოხდა, რის შემდეგაც დაკავებული პატრულის მანქანაში ჩასვეს და შემთხვევის ადგილიდან გაიყვანეს.

კონსტანტინე ედიბერიძე სოფელ ჭოგნარიდანაა, სადაც მას და პოლიციას შორის დაპირისპირება ედიბერიძეების ეზოში 30 ძირის კანაფის განადგურების გამო მოხდა.

banner
წინა სტატიაში,,ყველა შეხვედრას გადავდებ და როცა სალომე ზურაბიშვილი ოზურგეთში ჩამოვა, აუცილებლად დავხვდები ამ შეხვედრაზე”
შემდეგი სტატიადარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრები სააგენტოს – „აწარმოე საქართველოში“, ახალ ხელმძღვანელს შეხვდნენ