,,ყველა შეხვედრას გადავდებ და როცა სალომე ზურაბიშვილი ოზურგეთში ჩამოვა, აუცილებლად დავხვდები ამ შეხვედრაზე”

რა თქმა უნდა, ყველა შეხვედრას გადავდებ და როცა სალომე ზურაბიშვილი ოზურგეთში ჩამოვა, მე აუცილებლად დავხვდები ამ შეხვედრაზე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

დეპუტატის თქმით, „ქართული ოცნება“ იმედოვნებს, რომ სალომე ზურაბიშვილი მიიღებს ყველაზე მეტ მხარდაჭერას საპრეზიდენტო არჩევნებზე.

„იმედი გვაქვს, რომ სალომე ზურაბიშვილი წარმატებით ჩაატარებს თავის კამპანიას და მიიღებს ყველაზე მეტ მხარდაჭერას ამ არჩევნებში. რაც შეეხება საარჩევნო კამპანიას, მე გახლავართ ოზურგეთის წარმომადგენელი. რა თქმა უნდა, ყველა შეხვედრას გადავდებ და როცა ის ოზურგეთში ჩამოვა, აუცილებლად დავხვდები ამ შეხვედრაზე“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

რაც შეეხება არჩევნების მეორე ტურს, დეპუტატი მიიჩნევს, რომ ზურაბიშვილს არჩევნების პირველივე ტურში გამარჯვების შესაძლებლობა აქვს, თუმცა მეორე ტურიც დემოკრატიისთვის ნორმალურია.

banner
წინა სტატიაში„ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაბათუმში ალი და ნინოს ქანდაკებაზე 29 წლის მამაკაცი ავიდა, რომელიც ქვემოთ მყოფ მოქალაქეებს სთხოვდა, მისთვის მარიხუანა მიეწოდებინათ