ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე დაჭრილი მამაკაცი გარდაიცვალა

თვითმხილველების ინფორმაციით, შემთხვევა საღამოს 19.00 საათზე მოხდა. მათივე ინფორმაციით, 6 მაისის პარკის შესასვლელთან, “ჯიპის” მარკის ავტომობილიდან ახალგაზრდა ბიჭი გადმოვიდა, რომელსაც ცეცხლასროლი იარაღიდან უცნობმა პირმა სამჯერ ესროლა და ადგილიდან მიიმალა.

“სროლის ხმაზე გარეთ გამოვედი, მხოლოდ ის დავინახე, რომ ვიღაცა გოგონა და მამაკაცი, წაქცეულ ბიჭს მანქანაში სვამდნენ. როგორც გავიგე დაჭრილა და საავადმყოფოში გადაიყვანეს“, – განაცხადა ერთ-ერთმა მამაკაცმა, რომელიც პარკის შესასვლელთან იმყოფებოდა.

რეფერალური საავადმყოფოს მედპერსონალის ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანის დროის უკვე გარდაცვლილი იყო.

მელიქიშვილის ქუჩაზე, დანაშაულის ადგილზე მუშობს შსს-ს გამომძიებლები და საპატრულო პოლიცია.

შსს პრესსამსახურის ინფორმაციით, საქმე 108-ე მუხლით აღიძრა, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშისროლა პარკში – ბათუმში 40-45 წლის მამაკაცი დაჭრეს
შემდეგი სტატია(ვიდეო) “იმ კულტურაში, რომელიც მკვიდრდება, ალბათ, არასწორი იქნება, რომ პრეზიდენტი დაესწროს პარტიის ყრილობას“