(ვიდეო) “იმ კულტურაში, რომელიც მკვიდრდება, ალბათ, არასწორი იქნება, რომ პრეზიდენტი დაესწროს პარტიის ყრილობას“

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, იმ ინსტიტუციურ ურთიერთობებში და იმ კულტურაში, რომელიც მკვიდრდება, ალბათ, არასწორი იქნება, რომ პრეზიდენტი დაესწროს პარტიის ყრილობას.

ჟურნალისტის რეპლიკაზე – პრეზიდენტი პრემიერის მისამართით სიმპათიას იჩენს, გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, რომ ეს სასიამოვნოა.

“გიორგი მარგველაშვილი, როგორც ხედავთ, მისი მოქმედებიდან გამომდინარე, არც ერთი პარტიის მიმართ არ იჩენს სიმპათიას. უბრალოდ, მინდა ვთქვა, რომ იმ ინსტიტუციურ ურთიერთობებში და იმ კულტურაში, რომელიც ჩვენთან მკვიდრდება, ალბათ, არასწორი იქნება, რომ პრეზიდენტი დაესწროს პარტიის ყრილობას და ამ ლოგიკიდან გამომდინარე, მივიღეთ ეს გადაწყვეტილება“, – განაცხადა პრემიერმა “ქრონიკის” სტუდიის პირდაპირ ეთერში.

https://youtu.be/0V3G2tD6D-I

banner
წინა სტატიაშიბათუმში 26 მაისის ქუჩაზე დაჭრილი მამაკაცი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი – უსუფაშვილთან მქონდა საუბარი, მითხრა, რომ გადაუდებელი საქმე ჰქონდა დღეს