ბათუმსა და ქობულეთში შტორმია – დაზიანებულია ბულვარის ინფრასტრუქტურა

ბათუმში, შავი ზღვის სანაპიროზე ძლიერი შტორმია. წყალმა დააზიანა ბულვარის ინფრასტრუქტურა: სკამები, ჯიხურები.

დატბორილია ახალი ბულვარის ნაწილი, სასეირნო ზოლი და ველობილიკი კი, ქვიშითა და ქვებითაა დაფარული. ასევე, დატბორილია ქუჩებიც. ზარალი ზუსტი ოდენობა, ჯერჯერობით უცნობია.

შტორმია ქობულეთშიც, სადაც ახალი ბულვარის ტერიტორია დაიტბორა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 27 ნოემბრიდან 28 ნოემბრამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთიან რეგიონებში თოვლი, ზოგან ძლიერი, ქარბუქი, შესაძლებელია თოვლის ზვავები, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 5-6 ბალიანი შტორმი.

banner
წინა სტატიაშიგუდაური–კობის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა
შემდეგი სტატიასაქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება, შესაძლოა, საერთო-სახალხო ზეიმით აღინიშნოს