ბათუმის მოვლენების საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება

ბათუმის 11-12 მარტის მოვლენების ორგანიზებისთვის დაკავებული პირების საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება.

პროცესი 15:00 საათზე დაიწყება, მანამდე კი მხარეები საბოლოო სიტყვას იტყვიან. ბათუმში მასობრივი არეულობის ორგანიზებას გამოძიება მერაბ ღოღობერიძესა და ირაკლი ჩხვირკიას ედავება.

საქმის განხილვა უკვე 8 თვეა მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიმთავრი პროკურორის მოადგილე პრეზიდენტს პასუხობს
შემდეგი სტატიამორაგბეების აქცია – სარაგბო კლუბ „არმიას“ თავდაცვის სამინისტრო აღარ დააფინანსებს