მთავრი პროკურორის მოადგილე პრეზიდენტს პასუხობს

მთავრი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის კრიტიკას პასუხობს.

მისი თქმით, პრეზიდენტის შეფასებები არასასიამოვნო, დაუსაბუთებელია და პროკურატურის და სასამართლოს ფუნქციების შეთავსების შთაბეჭდილებას ქმნის.

“არცერთ დროს, არცერთ თანამდებობის პირს არ აქვს უფლება, მასზედ მინიჭებული უფლებამოსილება გამოიყენოს ბოროტად. საქართველოში ეს არასოდეს დაკანონდება. უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება მიეკუთვნება კორუფციულ დანაშაულთა რიგს. კორუფციასთან ბრძოლა არის პროკურატურის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და ვახორცილებთ უმკაცრეს სისხლის სამართლის პოლიტიკას. სისხლის სამართლის დევნის ერთადერთი განმახორციელებელი არის პროკურატურა, პროკურატურის გადაწყვეტილების რევიზიის უფლება აქვს მხოლოდ სასამართლოს. არავის აქვს უფლება, ჩაერიოს პროკურატურის საქმიანობაში. მსგავსი განცხადება ტოვებს პროკურატურაზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობის შთაბეჭდილებას. მართლმსაჯულების განხორციელება სასამართლო ხელისუფლების უფლებამოსილებაა. მხოლოდ სასამართლოს აქვს უფლება, იმსჯელოს და დაადგინოს პირის დამნაშავეობა ან უდანაშაულობა. ვერცერთი პოლიტიკური პირის განცხადება, ქმედება ვერ მოახდეს ზეგავლენას პროკურატურის, პროკურორის საქმიანობაზე”, – განაცხადა გიორგი გოგაძემ.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ ხე-ტყის უკანონოდ გაჩეხვა-გადამუშავების 37 ფაქტი გამოავლინა
შემდეგი სტატიაბათუმის მოვლენების საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება