ბათუმის მე-9 საარჩევნო უბანზე დაპირისპირება მოხდა

ხმაურია ამ წუთებში ბათუმის მე-9 საარჩევნო უბანზე.

პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებსა და უბანზე მყოფ მოქალაქეებს შორის.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ მოქალაქეები „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ ამომრჩეველს ფულს უბნის ეზოში უნაწილებენ, თუმცა ამას იქ მყოფები უარყოფენ.

დაპირისპირება შეხლა-შემოხლაშიც გადაიზარდა. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველებიც.

სიტყვიერი დაპირისპირება მე-9 საარჩევნო უბანზე ამ დრომდე გრძელდება. უბანზე იმყოფება აჭარის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელი ლევან ვარშალომიძეც.

banner
წინა სტატიაშიილია მეორემ საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმა მისცა
შემდეგი სტატიაშალვა ნათელაშვილმა საკუთარი არჩევანი N48-ე საარჩევნო უბანზე დააფიქსირა