ილია მეორემ საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმა მისცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმა მისცა.

უწმინდესმა საკუთარი არჩევანი კრწანისის საარჩევნო ოლქის მესამე საარჩევნო უბანზე გააკეთა.

„ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო. იმედი გვაქვს, ყველაფერი კარგად იქნება. საქართველო ბედნიერი იქნება. დალოცვილი იყავით“, – განაცხადა ილია მეორემ.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. ქვეყნის მოსახლეობა რიგით მეხუთე პრეზიდენტს ექვსი წლის ვადით ირჩევს.

banner
წინა სტატიაშიცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პირველი ბრიფინგი გამართა
შემდეგი სტატიაბათუმის მე-9 საარჩევნო უბანზე დაპირისპირება მოხდა