ბათუმის ყოფილი ვიცე-მერი – მეც შეძრული ვარ ამ ტრაგედიით

ბათუმის ყოფილმა ვიცე-მერმა, ზურა ბერიძემ ანასტასია შატალოვას მკვლელობასთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა.

„მეც შეძრული ვარ ამ ტრაგედიით. ერთადერთი, შემიძლია, გითხრათ, რომ გარდაცვლილი ბოლო ექვსი თვის განმავლობაში საერთოდ არ მინახავს. მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ“, – განაცხადა ჟურნალისტებთან ზურა ბერიძემ.

როგორც ბერიძე ამბობს, სამართალდამცველებს ის არ დაუკითხავთ.

 

 

banner
წინა სტატიაშირაფაელ გლუკსმანი: მთავარი ის არის, რომ საქართველოს მართლმსაჯულება არ არის დამოუკიდებელი
შემდეგი სტატიაოხანაშვილი: ცალკეული ევროპარლამენტარის პოზიცია არ გამოხატავს არც ევროკავშირის, არც სტრატეგიული პარტნიორების პოზიციას